19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ივანიშვილმა მოგვპარა არჩევნები... საარჩევნო სისტემა არის აუცილებლად შესაცვლელი - აქცია ივანიშვილის სახლთან

დღის ბოლოს სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბდნენ. აქციის მონაწილეები 28 ნოემბრის არჩევნებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ კენჭისყრამ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფონზე ჩაიარა, რის გამოც არჩევნებს გაყალბებულად თვლიან. შეკრებილები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი მნიშნელოვანია დღეს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

"ბიძინა ივანიშვილმა მოგვპარა არჩევნები, მან არ დაგვიტოვა არჩევანის საშუალების უფლება, მას აქვს ისეთი საარჩევნო სისტემა მოწყობილი, რომელიც შანსს უკარგავს ყველა პოლიტიკურ პარტიებს რომ ჰქონდეთ მომავალში არსებობის უფლება, ეს საარჩევნო სისტემა არის აუცილებლად შესაცვლელი,“ - აცხადებს „ძალა ერთობაშიასწარმომადგენმელი, ნიკა ნოზაძე.

დღის ამბები