03 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
 ანდალუზიის კონგრესში ნაციონალისტურმა პარტია "ხმამ", 12 მანდატი მოიპოვა

ესპანეთში ულტრამემარჯვენეები ძალებს იკრებენ. ანდალუზიის კონგრესში ნაციონალისტურმა პარტია - "ხმამ", 12 მანდატი მოიპოვა, რაც ბოლო 36 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

შედეგი თავად ულტრამემარჯვენეებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი მიღწეულ წარმატებას მთელი ღამე ზეიმობდნენ. პარტიის წევრებმა პირველი მილოცვა კი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენისგან მიიღეს.

ანდალუზიელი ულტრამემარჯვენეები იმპერიალიზმის, მიგრანტების მიღების, აბორტებსა და ჰომოსექსუალთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან.

ანდალუზიაში მანდატების ყველაზე მეტი რაოდენობა სოციალისტურმა პარტიამ მიიღო, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მეორე ადგილზე კონსერვატიული სახალხო პარტია გავიდა.

დღის ამბები