04 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
ნარკოტიკების ბაზრობა გაჩიანის სასაფლაოზე - მოსახლეობა სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს

ქვემო ქართლში, გაჩიანში წამლის რეალიზების ბოლო შემთხვევა სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა. სავარაუდოდ ერთმანეთს, რეალიზატორებმა და მომხმარებელმა ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ჩხუბის დროს პოლიციაც იმყოფებოდა. 

ადგილობრივი მოსახლეობა „კურიერთან“ ჰყვება, რომ გაჩიანის სასაფლაო ნარკოტიკების სარეალიზაციო ადგილად გადაიქცა, სადაც წამალს ხშირად ყიდიან. მათი თქმით, სასაფლაოზე ნარკოტიკულ საშუალებას მარხავენ, შემდეგ მისამართზე მომხმარებელი მიდის და მას მოიხმარს.

მოსახლეობა ითხოვს, რომ გაჩიანის სასაფლაოზე ნარკოტიკების რეალიზება შეწყდეს. ისინი სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

„ასეთი რამ შეიძლება? ნარკომანები მოდიან სასაფლაოზე და ნარკოტიკებს იღებენ, იქ გამყიდველები უტოვებენ. ჩვენებმა ჰკითხეს, რატომ იყვნენ სასაფლაოზე და ვსეირნობთო. სასაფლაო პარკია.,“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები