22 ოქტომბერი 2024,   22:05
ვრცლად
ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება - საავტომობილო გზების ნაწილზე, მოძრაობა აკრძალკულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  

მძღოლები ამბობენ, რომ მათთვის ამ დრომდე უცნობი რჩება როდის გაიხსნება გზა. რაც შეეხება მლეთა-გუდაურს, აქ მანქანები გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უხვი ნალექი საქართველოში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება გაგრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით კი მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

„ამ ეტაპზე შეზღუდვები ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე. ზვავსაშიშროება მოხსნილია. კონტრაქტორის მიერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დღის განმავლობაში აღდგენილი იქნება საავტომობილო მოძრაობა ამ მონაკვეთზე,“-განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა. 

 

 

დღის ამბები