22 ოქტომბერი 2024,   21:45
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს შობაა - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„დღევანდელ დღეს ზეცა და დედამიწა ადიდებს ქრისტეს შობას. ინებოს უფალმა, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. მრავალმა ოჯახმა ფანჯარაში დაანთო სანთელი რათა ჩვენში იშვას ქრისტე,“-განაცხადა პატრიარქმა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგაც ეკლესიაში შეკრებილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

წირვა-ლოცვა ტაძრებში გვიან ღამემდე გაგრძელდა. შობის დღესასწაული ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უდიდესი ზეიმია.

დღის ამბები