22 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
ვირუსული ინფექციები - მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინია გამოცხადებული. გრიპის ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 50 ადამიანს მკურნალობენ, მათგან სამი მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ლაბორატორიულად არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა H1N1.

მცხეთაში ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ ისაუბრა.

ლოლაძე ამბობს, რომ კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით ბევრი ბავშვია შეყვანილი.

„ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის,“ - განაცხადა დავით ლოლაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძოს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები 24-საათიან რეჟიმში გადავლენ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები