24 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ხმაური იურიდიულ კომიტეტზე - კუკავა მმართველი გუნდისგან განმარტებებს ითხოვს

ხმაურია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოში კახა კუკავა მივიდა და საპარლამენტო უმრავლესობისგან განმარტებები მოითხოვა.

ის ითხოვს საჯარო განმარტება, თუ რის საფუძველზე ხდება მოსამართლეების შერჩევა.

„კომიტეტის წინა ხელმძღვანელმა დატოვა პოსტი იმის გამო, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის სია არ გასულიყო, რომელსაც ჰყავს ძალიან ძლიერი ლობი. თქვენ იკავებთ რაღაც დროით კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს და იცით, ალბათ, რომ მთელ საზოგადოებას, არა მარტო მე, აქვს ეს შეკითხვა, შეგიძლიათ თუ არა საზოგადოებას უთხრათ პასუხი ორ კითხვაზე პირველი, თქვენ პირადად, აპირებთ თუ არა, ხმა მისცეთ ჩინჩალაძეს და აქვე დავაზუსტებ, რომ ვერანაირი კრიტერიუმით თქვენ ვერ გამორიცხავთ ჩინჩალაძეს იმ სიიდან იმიტომ, რომ ჩინჩალაძე საქმეებს არ განიხილავდა, ის იყო ოდეერი, მაყურებელი სასამართლო სისტემის და არანაირი გახმაურებული საქმე მას არ აქვს. მას აქვს რეპუტაცია საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პირველი, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, ჩინჩალაძე, რომ გამოვა და ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მისცემთ ხმას თუ არ მისცემთ და მეორე, ასევე, ძალიან ფართოდ საზოგადოებაში, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობაშიც, არის პოზიცია, რომ იუსტიციის საბჭო, რომელიც გახდა რეალურად ამ მაფიოზური კლანის ლობისტი უნდა დაიშალოს და თქვენი პოზიცია, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, თუ შეიძლება, რომ ვიცოდეთ, რომ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რეფორმა არის წარმატებული, იუსტიციის საბჭო არის კომპეტენტური თ დღის წესრიგში უნდა დადგეს იუსტიციის საბჭოს რეფორმის და დაშლის საკითხი,“ - მიმართა მათიკაშვილს კახა კუკავამ.

მათიკაშვილის თქმით, იურდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ და პოლიტიკასთან დაკავშირებით არ საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები