24 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
"კოჭის გაგორება რუსეთის ხელისუფლებისთვის" - თეოლოგები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საპატრიარქოს პოზიციას აფასებენ

დადგა ლუსტრაციის დრო, ვის მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ და ვის დასავლეთისკენ - ფოთისა და ხობის მიტროპილიტი სწორედ ასე სვამს საკითხს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რომელზეც საპატრიარქოც და ხელისუფლებაც მეორე კვირაა, დუმს.

საპატრიარქო ამ დრომდე მეგობარ ქვეყანას არ ულოცავს იმ ტომოსის მიღებას, რომელსაც უკრაინელი ერი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. მეუფე გრიგოლი არ არის ერთადერთი მღვდელმთავარი, რომელმაც ღიად დააფიქსირა მისი მხარდაჭერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ. საპატრიარქოს დუმილს რუსული გავლენის დადასტურებად მიიჩნევენ თეოლოგებიც.

მათი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა პრორუსული განწყობებით, ეკლესია კი ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, არ დაუპირისპირდეს ოფიციალური მოსკოვის პოზიციას. 

„ეკლესიის შემთხვევაშიც და ხელისუფლების შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ეს არის კოჭის გაგორება რუსეთის ხელისუფლებისთვის. როგორც აღვნიშნე ამ საკითხზე დროის გაწელვა საპატრიარქოს მხრიდან ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სრ დაუპირისპირდეს მოსკოვის პოზიციას,“- ამბობს თეოლოგი ლადო წითლიძე,

დღის ამბები