02 ივნისი 2024,   12:02
ვრცლად
"ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ" - ლევან კობერიძე

მძიმე პოლიტიკური ხუთშაბათი და მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სხდომაზე სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევაზე იმსჯელებენ.

დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გადადგნენ. კობერიძის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ქვეყანამ სამართლიანი სასამართლო.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ შევჯერდეთ, რომ ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ იმაზე, როგორც მმართველი გუნდის, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ, რადგან ისინი ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას ქვეყანაში,"-აცხადებს ლევან კობერიძე.

უკვე ერთი საათია, "ქართული ოცნება" სრული შემადგენლობით, პოლიტიკური კრიზისის ფონზე პირველად, პარტიის თავმჯდომარეს ხვდება.

დღის ამბები