29 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ისრაელის ძალებმა ღაზაზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ისრაელის ძალებმა ღაზაზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

პარალელურად, ისრაელის პრემიერს, ულტიმატუმს უყენებს მთავრობის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი - თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმას დათანხმდება, ულტრამემარჯვენე მინისტრები თანამდებობიდან წავლენ.

საუბარია ფინანსთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრებზე. ამბობენ, რომ "ჰამასის" სრულად განადგურებამდე ნებისმიერ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ მუდმივმოქმედი ზავი არ გაფორმდება, ვიდრე "ჰამასის" სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ განადგურდება და ყველა ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება.

დღის ამბები