16 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ყველას მოვუწოდებთ მაღალი ტემპერატურის დაწევისკენ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია.

მისი თქმით, ძალადობა შობს ძალადობას და ქვეყანაში "პოლარიზაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს".

"ვაკვირდებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოზღვავებულ ბულინგს, შეურაცხყოფას, რომელსაც ფაქტობრივად ზღვარი არ აქვს. ამან, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. ამ ყველაფერს, ხელი შეუწყო იმ განცხადებებმა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარედაც ისმის, რასაც, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ელფერი ადევს. ამ ყველაფრის ფონზე, სამწუხაროა, მაგრამ ძალადობა შობს ძალადობას და პოლარიზაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ძალადობა მიუღებელია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს მაღალი ტემპერატურა დაიწიოს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები