24 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში და 7 გარდაცვლილი - "კურიერმა" ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია 

უბედური შემთხვევა თბილისში და წინასწარი ინფორმაციით, CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანი - "კურიერმა" ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია. 

ბინა, სადაც დღეს ტრაგედია დატრიალდა წლების განმავლობაში გაქირავებული იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქეთევან წამებულის გამზირზე 49 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ალექსანდრე მურადოვს 2011 წლიდან ეკუთვნოდა და აქირავებდა.  2018 წლის 9 მარტს ამ ბინაში დამონტაჟებულ გამათბობელს ბუნებრივი აირი გადაუკეტეს. ოქმი, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა სულ სხვა გვარზეა გამოწერილი და არა გარდაცვლილებზე.

წყარო "კურიერს" უყვება, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ალექსანდრე მურადოვმა თვითნებურად აღადგინა, რის შემდეგაც ბინა სხვა პირებს მიაქირავა.

ამ წუთებში ისნის პოლიციის განყოფილებაში, ბინის მფლობელის, ალექსანდრე მურადოვის დაკითხვა მიმდინარეობს. მას ცოტა ხნის წინ გულის შეტევა დაემართა. მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს.

გამოძიებას აინტერესებდა ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც ყაზტრანსგაზმა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა.

ამავე თემაზე
დღის ამბები