21 იანვარი 2025,   02:20
ვრცლად
თბილისის აეროპორტში 158 შეკვრად დაფასოებული "მეტადონის" და "მეტამფეტამინის" შემოტანისთვის ქალი დააკავეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთი პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალდებული ქალია. 

      სამართალდამცველებმა 158 შეკვრად დაფასოებული "მეტადონის" და "მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

      გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

      დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.