04 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
ამ პროცესში ჩანს არა iPhone 5, არამედ ნომერი 5 და ვის ეკუთვნის, ნომერი 5 საარჩევნო ნომერი, ყველამ კარგად იცის - ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ფიგურირებს თუ არა კადრებში, მართლაც iPhone 5, რომელიც გაყიდვაში მხოლოდ 2012 წლის ბოლოს შემოვიდა, მაშინ, როცა ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნება“ იყო.

ეს ფოტოკადრი „კვირის აქცენტებმა“ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში გააჟღერა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ მტკიცებითი ფორმით ამის თქმა შეუძლებელია.

დღეს ამ საკითხზე განცხადება ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და თქვა რომ კადრებში 5 მართლაც ჩანს, მაგრამ არა iPhone 5.

დღის ბოლოს კი მისი სიტყვები უკვე პარტიის სხვა წევრმა აკაკი ზოიძემ გაიმეორა და უკეთ განმარტა, რა იგულისხმებოდა სხვა 5-იანში.

„ნუ შექმნით ამბავს, რომ ეს არის 2012 წლის მერე გადაღებული... ბატონ ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, რომ 5 ნამდვილად ჩანს ამ პროცესში, მაგრამ არა iPhone 5, არამედ ნომერი 5 და ვის ეკუთვნის, ნომერი 5 საარჩევნო ნომერი ყველამ კარგად იცის“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური კი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ კადრებში იმ მოდელის ტელეფონი ფიგურირებს, რომელიც 2012 წლის მიწურულს არის გაყიდვაში ჩაშვებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები