04 მაისი 2024,   21:04
ვრცლად
"აგიტაცია ვერ ჩავატარე სკოლაში" - ზუგდიდში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კიდევ ერთი სკოლის დირექტორი საუბრობს

ზუგდიდში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კიდევ ერთი სკოლის დირექტორი საუბრობს. როგორც მე-15 სკოლის ყოფილი დირექტორი, ნათელა ხორგუანი, ამბობს, რესურსცენტრის დირექტორმა ის დაკავებული თანამდებობიდან სწორედ პოლიტიკური მოსაზრებით გაათავისუფლა. მისი თქმით, კახა ფარცვანიამ ამ გზით მასზე შური იძია.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ფარცვანიამ წინასაარჩევნო პერიდოში დაიბარა და ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის პედაგოგებთან მუშაობა და აგიტაცია დაავალა.

დირექტორის თქმით, ის ისედაც ზურაბიშვილის მხარდამჭერი იყო, თუმცა, აგიტაციაში ჩართვაზე უარი განაცხადა და ახლა მასზე შური იძიეს.

„სიები ჰქონდათ და უნდა მიგვეთითებინა, ვინ რომელ პარტიას აძლევდა ხმას. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებლობას ვერც ერთზე ავიღებდი, მაგრამ მიახლოებით მაინც აღვნიშნე, რომ ეს იქნებოდა ოცნების მომხრე და ა.შ. დავუშვათ, თუ არ მისცემდნენ ხმას, რა მოხდებოდა. ამ შემთხვევაში საშტატო ერთეულებზე გამახვილდება ყურადღებაო... ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ტექპერსონალი, ყველასი იქ ედო წინ. ვინ არის მომხრე, ოცნებაო, ნაციონალიო... მე ვითანხმებდი, რომ ეს მისცემს ხმას ზურაბიშვილს, ეს მისცემს. ვინც არ მისცემდა საშტატო ერთეული ზურაბიშვილს ხმას, გაუშვებდნენ სახლში. მე მივეცი, მაგრამ მაინც გამიშვეს, რადგან, უბრალოდ, აგიტაცია ვერ ჩავატარე სკოლაში. მეხსიერების ბარათში ჰქონდა ჩაწერილ ჩემი გათავისუფლების ბრძანება, წარმოგიდგენიათ? ფლეშკით შემოიტანა ბრძანება და იქვე, ჩემს თვალწინ ამოაგდებინა ჩემი გათავისუფლების ბრძანება,“ - ამბობს ზუგდიდის #15 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ნათელა ხორგუანი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, კახაბერ ფარცვანია, ნათელა ხორგუანის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს.

 

დღის ამბები