04 მაისი 2024,   02:39
ვრცლად
ილინოისის შტატში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ილინოისის შტატში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქ ავრორას ინდუსტრიულ პარკში მდებარე სამრეწველო კომპანიის საწყობში გახსნა.

თავდამსხმელი სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის დროს მოკლეს, დაიჭრა 5 ოფიცერიც.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა.

45 წლის მამაკაცი კომპანიაში 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდასხმის დღეს გაათავისუფლეს. 

დღის ამბები