03 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
ვატიკანმა ყოფილი ამერიკელი კარდინალი, სექსუალური ბრალდების გამო, სამღვდელოებიდან განკვეთა

ვატიკანმა ყოფილი ამერიკელი კარდინალი სამღვდელოებიდან განკვეთა. 88 წლის თეოდორ მაკკერიკი ბოლო 100 წლის განმავლობაში ეკლესიის უმაღლესი იერარქიის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელსაც ღვთისმსახურება აუკრძალეს.

გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ სექსუალურ ბრალდებებს უკავშირდება.

გავრცელებული ცნობით, მაკკერიკი ათწლეულების წინ სასულიერო სემინარიის მოსწავლეების, მათ შორის, არასრულწლოვნების მიმართ ძალადობდა.

ვატიკანში აცხადებენ, რომ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილება საბოლოოა და ყოფილ კარდინალს მისი გასაჩივრების უფლება არ ექნება. 

დღის ამბები