04 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. 

ხანმოკლე შეხვედრა მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციის ფარგლებში, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე ისაუბრეს, რომელიც, პრემიერის შეფასებით, უმაღლეს ნიშნულზეა და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღმავდება.

"საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად," -  წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სოციალურ ქსელ ტვიტერში, საკუთარ გვერდზე. 

დღის ამბები