ილიაუნის მოშიმშილე სტუდენტებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოფილი ლექტორი, ცირა ბარბაქაძე, შეხვდა და სოლიდარობა გამოუცხადა.
ის ერთ-ერთია იმ ლექტორებს შორის, რომლებიც უნივერსიტეტიდან გაუშვეს და ამის შესახებ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით აცნობეს.
სტუდენტების მსგავსად, სასწავლებლიდან გათავისუფლებული პედაგოგებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება დღეს ილიაუნში ერთპიროვნულად ხდება.
მოშიმშილე სტუდენტებს დღეს გაეროს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.
ილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა, რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ. მოთხოვნები უცვლელია - სასწავლებელში დაწყებული რეფორმის შეჩერება, ბიზნესსკოლის პირვანდელი სახით აღდგენა და რექტორ გიგა ზედანიას გადადგომა.