მასობრივი და მასშტაბური მშენებლობების წინააღმდეგ დღეს ბათუმის მერიის წინ, ვარდების სკვერში, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, უნდა შეწყდეს ქალაქის ისტორიული შენობების ნგრევა და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსების ტოტალური მშენებლობა.
აქციაზე დღეს ასევე ითხოვდნენ აჭარის მთავრობასთან არსებული ზონალური საბჭოს გაუქმებასაც.
„ყველა ფასეულობა, რაც კი ჰქონდა ბათუმს, როგორც ევროპულ ქალაქს, გემოვნებით ნაშენებ ქალაქს, ყველა ფასეულობა ინგრევა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბათუმელების ერთმა ჯგუფმა და ჩვენს უკან ძალიან ბევრი ხალხი დგას, რომ ასე სიჩუმე აღარ შეიძლება. გაგრძელდება პერმანენტული აქციები. მივმართავთ ყველა ინსტანციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გამკაცრდება ჩვენი მოთხოვნები,“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფ დაიცავი ბათუმის წევრი, ზეინაბ დიასამიძე.