ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6940 იქნება. დღეს არსებული მონაცემებით, კი ერთი დოლარის ფასი 2.6770 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0427 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.
ბოლო 3 დღის განმავლობაში ლარი 5 თეთრით გაუფასურდა.
გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში. შეტევამ ქვეყნის უმსხვილეს ბანკზე, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით, ფინანსურ სექტორზე არ უნდა ასახულიყო, ურყოფითი გავლენა ეროვნულ ვალუტაზე რეკორდულად მცირე დროში მოახდინა.