03 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანა ფულის გადატანისას დააყაჩაღეს - დაჭრილია ინკასატორი

ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა ფულის გადატანისას დააყაჩაღეს. დაჭრილია ინკასატორი. 

როგორც კურიერის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეირაღებულნი და მათ ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი ინკასატორი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფულის ქეისის წაღება შეძლეს. გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.     

პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია ახლოს მდებარე სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები.   

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები