19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
გოგი წულაია საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წულაია, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

მისი თქმით, ბანკებს მოქალაქეები კაბალურ პირობებში ჰყავთ და ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებენ.

წულაია მოითხოვს, ფიზიკურ პირსა და ნებისმიერ საკრედიტო ორგანიზაციას შორის არსებული სასესხო ურთიერთობის დროს ფინანსური დაწესებულება ვალდებული იყოს, მოვალის მიერ გრაფიკით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, მოაკლდეს ძირს და მოხდეს გადაანგარიშება. ასევე სასესხო ურთიერთობებში, სადაც თავდებს წარმოადგენს ფიზიკური პირი, მისი პასუხისმგებლობა არ შეიძლება, იყოს მისი ყოველთვიური შემოსავლის ორმაგ ოდენობაზე მეტი.

ის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით იწყებს ხელმოწერების შეგროვებას პარლამენტში წარსადგენად. 

დღის ამბები