ახალი საქართველო პარლამენტის დეპუტატების ბიუროდან მათი 2018 წლის სამუშაოების ანგარიშს უშედეგოდ ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ, საგანგებიოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
თეონა ჭალიძის განცხადებით, ის უკვე 3 თვეა, ითხოვს პარლამენტის დეპუტატების ბიუროდან მათი 2018 წლის სამუშაოების ანგარიშს, მაგრამ მხოლოდ ნაწილმა უპასუხა მის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებას.
ბრიფინგის დროს თეონა ჭალიძემ გაასაჯაროვა პარლამენტის აპარატის თანამშრომელთან აუდიო ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ დეპუტატების ბიუროში ნამდვილად არის გადაცდომები და შესაბამისად, ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ იღებს თეონა ჭალიძე პასუხს დეპუტატების 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით.