19 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება სკოლაში - დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების  ფაქტზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა.

ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მიხედვით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

მოზარდს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დაიცავს.

იოსებ გაბარაევი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მისი განცხადებით, 16 წლის ახალგაზრდა გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კამათი ორი დღის წინ სისხლიანი გარჩევით დასრულდა. კონფლიქტი საკლასო ოთახში დაიწყო. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები