25 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
ბოსფორის სრუტეში ამერიკული და რუსული სამხედრო ხომალდების შეხვედრის კადრები

თურქულმა მედიამ ბოსფორის სრუტეში ამერიკული და რუსული სამხედრო ხომალდების შეხვედრის კადრები გაავრცელა.

ამერიკული კრეისერი დონალდ კუკი შავ ზღვაში 19 თებერვლიდან იმყოფებოდა. მისიის მიზანი კი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფად ოპერაციის ჩატარება იყო.

სამხედრო ხომალდმა შავი ზღვის აკვატორია ორი დღის წინ დატოვა და ბოსფორის სრუტეში რუსულ ფრეგატს ჩაუარა.

გავრცელებული ცნობით, ორივე ხომალდი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით მოძრაობდა. ეს წელს რეგიონში ამერიკული გემის უკვე მეორე ვიზიტია. იანვარში ხომალდმა 5 დღე ბათუმის პორტში გაატარა.

დღის ამბები