21 იანვარი 2025,   03:00
ვრცლად
"ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანაზე მომხდარი ყაჩაღობა - წაღებულია 100 ათასი ლარი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანაზე მომხდარი ყაჩაღობის  დროს თავდამსხმელებმა 100 ათასი ლარის წაღება შეძლეს. ცნობილია იმ ავტომანქანის მეპატრონის ვინაობაც, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.

      ამ წუთებში მანქანას ექსპერტიზა უტარდება. 

      ყაჩაღობა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ინკასატორი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინკასატორს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გამოკითხეს სამართალდამცველებმაც.

      პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.