20 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
სკოლაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება - დაკავებული მოზარდი გაათავისუფლეს

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული მოზარდი რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

მოზარდს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედებოდა ბრალად.

სისხლიანი გარჩევა თანაკლასელებს შორის ორი დღის წინ მოხდა. 16 წლის მოზარდს თანატოლი თანაკლასელების თვალწინ გაუსწორდა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.

კონფლიქტი კლასში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები