ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ორი დღის წინ გატაცებული გულადი ხუბუა გათავისუფლებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შამგონადან 55 წლის გულადი ხუბუა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გაიტაცეს.