17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - 5 ჯარისკაცი ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს

ხუთი ჯარისკაცისთვის მთავარი პროკურატურა 4-დან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს. სამხედროები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათთვის უცნობმა ადამიანმა Facebook-ზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნა.  

ჯარისკაცები, რომელებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ფრონტის წინა ხაზზე გაატარეს, ამბობენ, რომ ხელისუფლების თამაშის მსხვერპლები არიან.

რუსეთთან ომის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერ ჯარიდან გაუშვეს, მას შემდეგ კი, რაც სოციალურ ქსელში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს, ბრალი წაუყენეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყო და ციხეში სამხედროების მძიმე ბრალდებით გაშვება განიზრახა.

სამხედროების მტკიცებით, ვიდეო, რომლის შენახვა-გავრცელებასაც ჯარისკაცებს ედავებიან, სოციალურ ქსელში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მათ აინტერესებთ, პოლიციამ რა პრინციპით შეარჩია ხალხი, ვინც ამ საქმეზე უნდა დაეკავებინა.

ჯარისკაცები არ გამორიცხავენ, რომ სამოქალაქო აქტიურობის გამო სჯიან. ბრალდებულები ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეები არიან.

ხუთივე სამხედრო ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბიუჯეტში შესატანი ფული მათ ნათესავებისგან ისესხეს.

საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჩოფლიანია, რომელიც 16 წლის იყო აფხაზეთში ფრონტის წინა ხაზზე რომ იდგა, შემდეგ კი კოდორში იბრძოდა. მან მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

მისი თქმით, ბრალი, რომლიც წარედგინა, მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა აღიარებს, რომ რეალურად ის და მისი თანამებრძოლები დაუდევრობის და პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

ჯარისკაცის განმარტებით, დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები არც კი უნახავს, მეგობარს ისე გადაუგზავნა. ჩოფლიანი დარწმუნებულია, რომ კადრები სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად გაუგზავნეს.

2008 წლის ომის მონაწილე გოირგი კასრაძე აცხადებს, რომ კადრები მას უცნობმა პირმა გაუგზავნა და მისი მოპოვება არ უცდია.

საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები განაჩენის მოლოდინში არიან. მათთან ერთად სასმართლოს გადაწყვტილებას კიდევ ერთი მებრძოლი - ზაალ ლატარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება.

 

დღის ამბები