„მე ვაგრძელებ დავას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და პროკურატურის წინააღმდეგ" - ამის შესახებ TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, ის დავას გააგრძელებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ბიზნესმენი თვლის, რომ რაც მათ წინააღმდეგ მოხდა ყოველგვარ ნორმასა და ზღვარს სცდება.
"არ დარჩენილა არცერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს. ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ.
მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა, ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა.
თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.