19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
„ღარიბაშვილი არის ძველმანი, სხვა თამაში ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ აქვს" - სერგო რატიანი

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი რატიანი, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაცემა არჩევანში საუბრობს და ამ გადაწყვეტილებას პარტიის შიგნით არსებულ კრიზისს უკავშირებს. 

ოცნებას აქვს სერიოზული კრიზისი. ის აღარ არის მიზიდულობის ცენტრი, ის კარგავს ამომრჩეველს, დღეს ვერ გაივლი პარლამენტის დერეფანში ისე, რომ არ შეგხვდეს ვიღაცა უმრავლესობის წევრი და ან არ ტოვებდეს ან დატოვებაზე არ გელაპარაკებოდეს ან არ ლაპარაკობდეს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაშია. ეს რეალობაა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა,.

სერგო რატიანის თქმით, დღეს ქართულ ოცნებას აღარ შეუძლია, ახალი მოთამაშეების მიზიდვა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება.

„ღარიბაშვილი არის ძველმანი, სხვა თამაში ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ აღარ აქვს. აღარ არის ქართული ოცნება მიზიდულობის ძალა. კარგი და ცუდზე კი აღარ ვამბობ, როდესაც ძალას ასხივებს. ყველამ ვიცით აქ, რომ პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შეუძლია, ახალი თამაში წამოიწყოს, ახალი ადამიანი მიიზიდოს, ის ფაქტობრივად არის გარდაცვლილი და ბიძინა ივანიშვილმა ამოიღო რაღაც ძველმანი, რომელიც ეგულებოდა რომელიღაცა უჯრაში,“ - განაცხადა სერგო რატიანმა. 

მისი თქმით, იმ ძალადობრივი მეთოდების განმახორციელებლად, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვითარდებოდა, ბიძინა ივანიშვილს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი მიაჩნია.   

 

დღის ამბები