19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
"რაც ბესელიაა, ის არის ღარიბაშვილი, ფერი ფერს და მადლი ღმერთს" - ალეკო ელისაშვილი

"რაც ბესელიაა, ის არის ღარიბაშვილი, ფერი ფერს და მადლი ღმერთს,“- ეს განცხადება, „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა. მან ყოფილ პრემიერს „სასაცილო კაცი“ უწოდა.

„მადა რომ ჰქონდათ გახსნილი ჯანყარაშვილებს და მის ცოლის ძმას, სიმამრს და გადაჭამეს მთელი ქვეყანა, ამის გამო გააგდეს და ახლა ისე დააბრუნეს, რომ გეგონება, ილია ჭავჭავაძე და, სულ მცირე, უინსტონ ჩერჩილი ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში. გინდა წასვლა რა იყო და ან დაბრუნება რა იქნება. მეორედ მოსვლა და წარღვნა არა ის კიდევ. სასაცილო კაცი ბრუნდება პოლიტიკაში, რომელიც გაგვართობს, ჩვენდა სამწუხაროდ, და მერე ხელფასი უნდა ვუხადოთ მაგ იმაში. რაც ბესელიაა, ის არის ღარიბაშვილი, ფერი ფერს და მადლი ღმერთს. ჩვენი პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის ეს - ერთი ქალი არის ბესელია და კაცი არის ღარიბაშვილი. ახალი სეირი გვქნება, ერთ დროს თანაგუნდელები, მეგობრები და ამხანაგები როგორ დაერევიან ერთმანეთს, თორემ კისერი უტეხია ორივეს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი გახდა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები