19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
„ქუთაისის ქალაქის ისტორიაში, ესეთი მძიმე დასკვნა არასოდეს არ დაწერილა" - "ევროპული საქართველო" აუდიტის დასკვნაზე 

აუდიტის სამსახურის დასკვნას, ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიცია ეხმაურება. “ევროპული საქართველოს” წევრების თქმით, იკვეთება დანაშაულებრივი სქემა, რის გამოც პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ქუთაისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მწვავე შეფასება გაკეთდა. ამ დროს ქალაქის მერის თანამდებობას შოთა მურღულია იკავებდა.

„ქუთაისის ქალაქის ისტორიაში, ესეთი მძიმე დასკვნა არასოდეს არ დაწერილა. იგივე ტენდენციებით, იგივე დარღვევებით ხდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება და ყველა იმ სოციალური პროექტის შესრულება, რაც წინა დასკვნაში არის მოყვანილი. სამწუხაროდ, აუდიტის დასკვნა მოიცავს ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი მინისტრი,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს” წევრმა, დავით გოგისვანიძემ.

განცხადება აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთდა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში.

„ეს დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ტენდერის გამოცხადება და შემდეგ ამ ტენდერის საფუძველზე ამ პროექტების დაფინანსება, ხდებოდა იურიდიულად გამართული დოკუმენტების საფუძველზე,“ - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ. 

დღის ამბები