19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
კრიმინალთან ბრძოლა სერიალებით - პრემიერის განკარგულებით, ბიუჯეტიდან მინისერიალის გადაღება დაფინანსდება

გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო დოკუმენტური კრიმინალური სერიალებით აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განკარგულება გამოსცა და ბიუჯეტიდან დააფინანსებს მინისერიალის გადაღებას, რომელიც კრიმინალს ეხება.

ჯერ უცნობია, რამდენი დაუჯდება ხალხს სერიალის გადაღება ან რომელ სატელევიზიო არხზე გავა პრემიერის განკარგულებით დაფინანსებული სერიალი.

პრემიერის ბრძანებაში წერია, რომ სერიალი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სერიალის გადასაღებად საჭირო შესყიდვები დაჩქარებულ ვადებში უნდა განხორციელდეს.

პრემიერის გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტები მკაცრად აკრიტიკებენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რა გადაუდებელ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას წარმოადგენს ფილმის გადაღება, მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიმინოგენული და სოციალური მდგომარეობა ისედაც მძიმეა.

დაკავშირებული სურათი

 „მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ძარცვავენ ბანკებს, მაშინ, როდესაც კრიმინალი მძაფრდება, ქურდული სამყაროს წევრები, ფაქტობრივად, დათარეშობენ ქალაქში და "გარჩევებთან გვაქვს საქმე ე.წ. ავტორიტეტების მიერ და შემდეგ ე.წ. „პერესტრელკებია“ ქალაქში და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ფიქრობდეს კრიმინალთან ბრძოლაზე, ისინი დაკავებულები არიან ფილმების და მინი სერიალების გადასაღებად, რაც არანორმალურია. კრიმინალს სჭირდება ბრძოლა და არა მინი დოკუმენტური ფილმების გადაღება, რომელზეც ბიუჯეტი 100 ათასობით ლარს დახარჯავს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი ხალხს დასცინის, როდესაც ფულს პოლიციური სერიალის გადასაღებად გამოყოფს.

ირაკლი აბესაძე-ის სურათის შედეგი

„როდესაც მთავრობა მსჯელობს მთავრობის სხდომაზე და იღებს გადაწყვეტილებას, ბიუჯეტიდან გადაიღოს დოკუმენტური კრიმინალური მინი სერიალი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მთლიანად დაკარგული აქვს ყოველგვარი შეგრძნება და ინსტინქტები, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას. თითქოს, დღეს ტელევიზორში უნდა ვუყუროთ რამდენ ბანკს აყაჩაღებენ, რამდენი ადამიანის მკვლელობა ხდება, ამდენი ოჯახის ძარცვა ხდება... ზერელე და გაუაზრებელი დამოკიდებულების შედეგია, რომ დღ არ გავა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბანკი არ დააყაჩაღონ, უსაფრთხო აღარ გახდა არც ბანკში მუშაობა, არც ბანკში შესვლა, არც სახლში ყოფნა და არც ქუჩაში გავლა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

 

დღის ამბები