04 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
"დექსთერ დეველოპმენტის" ხელმძღვანელი ბათუმის მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებს

"აჭარაში ბიზნესზე ზეწოლაა," - განცხადება დღეს შპს დექსთერ დეველოპმენტის" ხელმძღვანელმა, ლევან კანთელაძემ, გააკეთა.

ბიზნესმენი ბათუმის მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბიზნესზე ზეწოლასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

კანთელაძემ ჯერ კიდევ ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის, დროს მიიღო სამშენებლო ნებართვა, თუმცა, პროექტს დღემდე ვერ ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან კანთელაძე ის ბიზნესმენია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე დაუთმო.

„ზეწოლას განვიცდი პირადად ლაშა კომახიძისგან და თორნიკე რიჟვაძესგან იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძე ახორციელებს, ლაშა კომახიძეს მეშვეობით, მიზანმიმართულად ჩვენს ჩაძირვას. ერთადერთი მიმართვა მინდა, გავაკეთო ბატონ პრემიერზე, რომ ღია წერილით უნდა მივმართო, რომ მიაქციონ აჭარას ყურადღება. აქ კანონი არ არის, არანაირი კანონი არ არის, არავის არაფრის გაკეთება არ უნდა და ჩემნაირი ათასია, მაგრამ მე უფლება არ მაქვს, ვიღაცეების სახელები და გვარები დავასახელო,“ - განაცხადა ლევან კანთელაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პატრიოტთა ალიანსიდან,  მერაბ ბლიაძე, აღნიშნავს, რომ ეს საქმე უფლებადამცველებისა მხრიდან გამოსაძიებელია.

 

დღის ამბები