19 ნოემბერი 2024,   09:14
ვრცლად
„იყო პოლიტიკური შტურმი სტრასბურგთან მიმართულებით და სტრასბურგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება" - კობახიძე რუსთავი2-ის საქმეზე

რუსთავი2-ის საქმე და სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება - პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსთავი2-ის მითვისება ხელისუფლებას არ უცდია და ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენმ-მ მოახერხა ის, რომ მიეთვისებინა არა მხოლოდ რუსთავი 2.  

„აქ ვსაუბრობთ რაზე, ვინ შეიჭრა კერძო საკუთრებაში, შეიჭრა ქართული ოცნება თუ ნაციონალური  მოძრაობა. პასუხი არის მარტივი - შეიჭრა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც არამარტო რუსთავი2 მიისაკუთრა, ტელეკომპანია იმედი გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს წაართვა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რუსთავი2-ის საქმე გაიარა სამი ინსტანცია და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც იყო ჭეშმარიტება, რომ ენმ-მ მიიტაცა სამი ტელევიზია.

„სასამართლომ დაადასტურა ის, რაც მოხდა, რაც იყო ფაქტობრივი მოცემულობა და ეს არის კანონიერი მესაკუთრისთვის ტელეკომპანიის წართმევა ძალიან უხეში ფორმით, რაც მოხდა რუსთავი2-თან მიმართებით, იმედთან მიმართებით და საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმართებით. უყურეთ მოამბეს და ნახავთ, რა იყო 2012 წელთან შედარებით. ახლა იმედიც დამოუკიდებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში 20 პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ შტურმს და მან შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

„იყო პოლიტიკური შტურმი სტრასბურგთან მიმართებით და სტრასბურგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ჯერ ჩაიხედავს ამ საქმეში და მანამდე არის შეჩერებული აღსრულების პროცესი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები