პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უარყოფს, რომ ნანა კაკაბაძე ქართულ ოცნებასთან რაიმე სახის კავშირი აქვს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არ ჰყავს და არც კაკაბაძის არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს ოცნებასთან დაკავშირებულ NGO-ს.
„ნანა კაკაბაძე საერთოდ არ არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული და ნანა კაკაბაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბებული აქვს წლებია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებასთან აფელირებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს.
კობახიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრა დატოვეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.