19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
"გაქვთ თუ არა ინფორმაცია ან კომპეტენცია თქვათ, რომ ანაკლიის პორტი შეგნებულად არ იშლება" - გოცირიძე ზალკალიანს 

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ოპოზიციამ დავით ზალკალიანს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს სურდა დაეზუსტებინა მინისტრს, თუ რა დაინტერესება აქვს ხელისუფლებას პორტთან დაკავშირებით და რატომ ხდება სტრატეგიული პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.  

„ანაკლიის პორტი, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის სერიოზული პროექტი მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ტყუილად არ თქვა კურტ ვოლკერმა, რომ იქნებ იქ წყალქვეშა ნავები შემოვიდესო, მან თქვა, რომ მერე რა, თუ შემოვა, საზღვაო ნავსადგური იმისთვის არსებობს, რომ გემები შევიდეს და მათ შორის, წყალქვეშა და შეიძლება ხვალ ზეგ მართლაც, იქ სამხედრო პორტი აშენდეს ან არაფერიც რომ არ აშენდეს, ეს ნავსადგური უკვე არის სამხედრო ზღუდე სწორედ 4 კილომეტრის დაშორებით საოკუპაციო ზოლთან. თქვენ გაქვთ თუ არა იმის ინფორმაცია ან კომპეტენცია თქვათ, რომ ანაკლიის პორტი შეგნებულად არ იშლება,“ - ამბობს გოცირიძე.

რომან გოცირიძე ასევე დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების გავლის გაკონტროლებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე. 

საუბარია დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანია SGS-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვა უნდა გააკონტროლოს.

„რუსეთი 9 წლის განმავლობაში ბლოკავდა ამ ხელშეკრულებას. ახლა ფულიც "ეს ჯი ეს"-ს ჩვენზე ადრე გადაურიცხა და აქეთ გვსაყვედურობს, 6 თვით ადრე გადავრიცხე ფული და ქართველები აფერხებენ ამ ხელშეკრულების ამოქმედებასო. მარტივი შეკითხვაა - რუსეთთან მოლაპარაკებისას ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აფხაზეთში შესული ტვირთი, მათ შორის რუსული სამხედრო ტვირთები გაკონტროლდეს და მივიღოთ ინფორმაცია შვეიცარიელებისგან თუ რუსეთის მოლოდინები რა არის - რუსეთს უნდა თუ არა ეს ტვირთი გაგრძელდეს ე.წ. ამ კორიდორიდან სხვა მეზობელ სახელმწიფოში, მათ შორის, რკინიგზის გამოყენებით," - ამბობს გოცირიძე.

დღის ამბები