საკრებულოს დეპუტატებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.
გენერალურ გეგმაში შეტანილი ცვლილებები აჩენს ეჭვს, რომ მომავალში ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთროს, რადგან ცვლილება არა ბაღის მთელ ტერიტორიას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს შეეხო, რომელიც ოლიგარქის სასახლეს ესაზღვრება.
იმ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრზე, რომელიც ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსის ცვლილებების შემდეგ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს აშენებაა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამას სპეციალური ზონალური შეთანხმება დასჭირდება, რომლის უფლებაც თბილისის მერს აქვს მინიჭებული.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოტანიკური ბაღის ხარჯზე რეზიდენციის გაფართოებას ივანიშვილი გეგმას, რადგან მის მომიჯნავედ მშენებლობის წამოწყებას ოლიგარქის გარდა ვერავინ გაბედავს.
ცვლილებები გენგეგმაში მხოლოდ ივანიშვილის გამო არ შეიტანეს. ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ხეების გადამტანი კომპანიისთვის მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას სტატუსს უცვლიან და იქ კორპუსების აშენება იქნება შესაძლებელი. ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში კორპუსები გაჩნდება კრწანისშიც, სადაც საკრებულოს დეპუტატის, ლევან დარახველიძის კომპანიისთვის ადგილს თაბორის მთის ქვეშ სტატუსი საცხოვრებელი ზონით შეუცვალეს.
გოგი თოფაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიის "ქართუ უნივერსალის" სასარგებლოდ ლისზე სამრეწველო ზონის ცვლილება იგეგმება და იქ საცხოვრებელი კორპუსების აშენება იქნება შესაძლებელი.
წყნეთში რეკრეაციული ზონა საცხოვრებლად გადაკეთდა „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველის, გიორგი გველესიანისთვის.
ოპოზიციის ბოლოდროინდელ ბრალდებას, რომ თბილისის მერია გენგეგმის დამტკიცებამდე სასურველი ცვლილებების შეტანას ჩქარობს, თბილისის მერი ირონიით პასუხობს. კახა კალაძემ არ უარყო, რომ ზონის სტატუსის ცვლილება გენგეგმის პროექტში არაერთხელ ფიქსირდება.
დღის ბოლოს თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილემ განმარტება გააკეთა. მაია ბითაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, მომავალში გასხვისდეს. თუმცა მან არ უარყო, რომ ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი რეკრეაციული ზონა 1 ზონა 2-ით შეიცვალა,