19 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
"კვაჭანტირაძე დარწმუნდა, რომ გადააყენებდა უმრავლესობა და გადაწყვიტა, დაეწერა განცხადება" - ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მცდელობას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ კენჭისყრის განმეორებით ჩატარებამდე კვაჭანირაძემ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა.

ოხანაშვილის თქმით, როგორც კი კვაჭანტირაძე დარწმუნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მას გადააყენებდა, მაშინ თავად გადადგა.  

„სწორედ, რომ დარწმუნდა ბატონი ზვიადი, რომ მას გადააყენებდა საპარლამენტო უმრავლესობა, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან, რომ თვითონ დაეწერა განცხადება,“ - ამბობს ოხანაშვილი.

ოხანაშვილის თქმით, საჭირო იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უფრო მეტად მობილიზება პირველ კენჭისყრაზე, რათა განმეორება აღარ გამხდარიყო საჭირო.

„აქ არაფერი ფორსირებული არ ყოფილა, ეს იყო ბატონი ზვიადის პოზიცია, რომ გვთხოვა, რომ მიგვეცა ამისთვის პროცედურულად მსვლელობა და მომხდარიყო მისი გადაყენება,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები