19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად - პაატა ზაქარეიშვილი​

"ქართულ ოცნებას" პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი აკრიტიკებს. მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესზე განცხადებები ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

ზაქარეიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არა პარტიულ, არამედ რეჟიმულ მმართველობაზე გადავიდა, რომლის მთავარი ამოცანა მხოლოდ პარტიის გადარჩენაა.

„ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მაინც გავიდა ის ვარიანტი, რომელსაც ლობირებდა კობახიძე. ეს მეტყველებს, რომ მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად, თავისი თავის დაცვაზე გადავიდა. როდის იწყება ხოლმე რეჟიმზე ლაპარაკი? როცა თავის თავს იცავს და სულ არ ადარდებს სახელმწიფოში რა ხდება. მე რომ მკითხონ დღეს, რა თქმა უნდა ასე არ იქნება, რა იყოს წინასაარჩევნო ლოზუნგი, ლოგო  „ქართული ოცნებისა“, შევთავაზებდი, „რა დროს საქართველოა! პარტიაა გადასარჩენი,“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

დღის ამბები