19 ნოემბერი 2024,   09:14
ვრცლად
თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ - ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებას

ხელისუფლებამ ჩაშალა ანაკლიის პროექტი - ასეთია ოპოზიციის შეფასება ანაკლიის პორტის გარეშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტში სამთავრობო საათის ფორმატის ფარგლებში მაია ცქიტიშვილს უსმენენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ოპონენტები საუბრობენ, ანაკლიის პორტია. ენმ-ს წევრის განცხადებით ხელისუფლება ცდილობს სხვას გადააბრალოს  პროექტის ჩაშლა რეალურად კი ამას თავად აკეთებს.

Image result for რომან გოცირიძე„თუ გგონიათ ახლა პროექტის ჩაშლით ვიღაცაზე გადაბრალებით თქვენ, "ოცნების" ხელისუფლება რაღაცით წარმოჩინდებით საზოგადოების წინაშე დადებითად, ცდებით. თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ. აი ამაში არის თქვენი გამოსვლის შინაარსი და ამ ჩაშლის მიზეზი არის ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ხელის შეშლაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ გიგა ბოკერია დაინტერესდა როგორია მაია ცქიტიშვილის შეფასება და თვლის თუ არა ის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები თიბისი ბანკის საქმეზე, აზარალებს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

Image result for გიგა ბოკერია„კამპანია, რომელიც წარმოებდა სოციალურ ქსელებში და სადაც საფუძვლიანი ეჭვია, რომ უკავშირდებოდა ხელისუფლებას მაგრამ ვისაც არ უნდა უკავშირდებოდეს ამის მერე შსს  მინისტრის განცხადებები, თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების ისტერიული კამპანია როგორი ბოროტები არიან ეს კონკრეტული პირები, როგორ პოლიტიკაში მოდიან და ა.შ. აი ამ ყველაფერმა იმის გარეშე როგორ აფასებთ თქვენ შინაარსს, შეუშალა თუ არა ხელი ამ პროექტის განხორციელებას? იქნებ გვითხრათ რატომ მოიქცა ჩვენი ხელისუფლება ასე კოორდინირებულად ასე აგრესიულად ამ პროექტის წინაშე,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები