19 ნოემბერი 2024,   09:14
ვრცლად
შეიძლება გააკრიტიკოთ ადამიანი, მაგრამ ასეთი ღვარძლის ნთხევით?... - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მიმართავს

იუსტიციის მინისტრს პარლამენტში დღეს მმართველი გუნდი იცავდა. ოპოზიციის მწვავე შეკითხვებისა და კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თეა წულუკიანზე ამბობდნენ, რომ ის არის რეფორმატორი.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმაში სწორედ იუსტიციის მოქმედ მინისტრს უკავშირდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტები ღვარძლიანი კომენტარების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

„შეიძლება გააკრიტიკოთ ადამიანი, მაგრამ ასეთი ღვარძლის ნთხევით თქვენ თუ რაიმე არ მოგწონთ, ევროპელობას რომ იბრალებთ, ეს მაინც არ დაიბრალოთ და ნუ ამბობთ, რომ თითქოს, ევროპელები ხართ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები