19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
წულუკიანი ჭიაბერაშვილს: "თქვენი მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები"

„თქვენი მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგვინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები,“- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციის წევრებს. თეა წულუკიანმა ყოფილი ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში დაადანაშაულა.

ჭიაბერაშვილო, როგორც თქვენ გუშინ სიტყვა იხმარეთ, მატრაკვეცობა, აი, ამ თქვენი მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში მეორე დღეა, ურთიერთბრალდებები ისმის. დეპუტატები იუსტიციის მინისტრს უსმენდნენ, რის შემდეგაც კი მან ხელისუფლების ოპონენტების შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციის წევრებმა მინისტრი გააკრიტიკეს და მის გამოსვლას ღვარძლიანი უწოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები