19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
კითხვა ჩნდება, რატომ გახდა სწორედ ახლა კონსორციუმისთვის საინტერესო ამ პროექტზე საუბარი - ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე 

„ჩნდება კითხვა - რატომ გახდა აუცილებელი ამ საკითხების დაკავშირება, მათ შორის, "თიბისი"-ს საქმედ ხსენებული, მაგრამ მამუკას და ბადრის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება, ანაკლიის პროექტთან,“ - ეს განცხადება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტთან საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიმართ მათი ბრალდებები უსაფუძვლოა.

ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეძლებდა ვალდებულებების შესრულებას, თუ იმ მოდელს მიყვებოდა, რითაც კონკურსში გაიმარჯვა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ეს თემა უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.

გამოთქმულ ბრალდებებს ინფრასტრუქტურის მინისტრი სპეკულაციას უწოდებს. 

მაია ცქიტიშვილი-ის სურათის შედეგი„ბოლო განცხადებაში ისიც მოვისმინე, რომ მთავრობამ გამოიტანა ეს პროექტებიო სამსჯელოდ, მაგრამ მინისტრის საათის ფორმატში პირველად მომიწია საუბარი ამ პროექტის დეტალებში, მანამდე ყველა ის გადავადება, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც კონსორციუმთან იყო, მიმდინარეობდა საქმიან რეჟიმში. მიმდინარეობდა ისე, რომ ამის თაობაზე საზოგადოებამ არც იცოდა, პირველ რიგში ალბათ ეს იყო კონსორციუმის ინტერესები. ჩემთვის, რა თქმა უნდა ის კითხვაც ჩნდება, რომ რატომ დაინტერესდა და რატომ გახდა სწორედ ახლა კონსორციუმისთვის საინტერესო ამ პროექტზე საუბარი, რატომ გახდა აუცილებელი ამ საკითხების დაკავშირება, რომლებზეც ვისაუბრებთ, მათ შორის, თიბისის საქმედ ხსენებული, მაგრამ ბატონი მამუკას და ბადრის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება, ანაკლიის პროექტთან და საერთოდ რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი ზოგადად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას რეალური სურათიდან განსხვავებულად აჩვენებს საზოგადოებას.

ცქიტიშვილისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პროკურატურაში ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებას - ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის გაყვანას ვერ ახერხებს.

მაია ცქიტიშვილი-ის სურათის შედეგი„ვითარება ისეთია, რომ სამწუხაროდ, კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის წარმოჩენას და იმ ვითარების, რაც პროექტის გარშემო არის ბევრად უფრო დადებითად და პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეშია. რა თქმა უნდა, გასაგებია მათი ინტერესი, იმიტომ, რომ ინვესტორები არიან. ჩვენც ამას ნამდვილად ვუწყობდით ხელს, მაგრამ როდესაც არის და როდესაც წამოვიდა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, როდესაც წამოვიდა ისეთი ვერსიები, როგორც ბატონმა რომანმაც გააჟღერა, რომ თურმე იმის გამო, რომ გზას ვერ ვასწრებთ, ამიტომ დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება იმისთვის, რომ გზას ვერ ვაკეთებთ, ნამდვილად, ასეთი სპეკულაციები პირველ რიგში აზრს მოკლებულია და მეორე მხრივ სწორედ ასეთი ვითარება, მათ შორის კონსორციუმის განცხადებები, ჩვენც გვაიძულებს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია,“ - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში უსმენენ. ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

დღის ამბები