17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
7-სართულიანი კორპუსი რეკრეაციული ზონის ნაცვლად - ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

7-სართულიანი კორპუსი რეკრეაციული ზონის ნაცვლად - ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსის გვერდით 5 მეტრში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლის შეძენის დროს მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ადგილზე სკვერი გაშენდებოდა. სკვერის ნაცვლად კი, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს და ადგილზე არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა.

მისი თქმით, ადგილზე მოხდა K2 კოეფიციენტის შეცვლა, რის გამოც, კომპანიამ 70 ათას ლარამდე გადაიხადა.

„5 მეტრის დაშორებით უშენებენ მესამე კორპუს, რომლითაც აბსოლუტურად ყველანაირი სტანდარტი არის დარღვეული და პირდაპირ უკანონობაა იმიტომ, რომ კოეფიციენტის შეცვლა თუ გარკვეული იდეები და მიზნები არ ექნებოდათ, არქიტექტურის სამსახურში ვერ დაადგენდნენ. შესაბამისად, დაახლოებით, 70 ათასი აქვთ გადახდილი კოეფიციენტში, როგორც ჩემთვის ცნობილი არის. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ის პროექტი, რითაც იყო ეს ყველაფერი დამტკიცებული, იმ ფორმატით დასრულდეს და მიეცეს ბავშვებს სუნთქვის და არსებობის საშუალება,“ - განაცხადა რამიშვილმა.

ადგილზე დღეს გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი იმყოფებოდა და მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რის შედეგადაც მშენებლობა ორშაბათამდე შეჩერდება. ორშაბათს კი ადვოკატები და მოსახლეობა გლდანის გამგებელს შეხვდებიან.

დღის ამბები