19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი - თბილისის მერიაში მშენებლობის ადგილას სკვერის გეგმას უარყოფენ

ნანეიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრეტენზიებს მერის მოადგილემ უპასუხა. ილია ელოშვილი არ ადასტურებს, რომ განაშენიანების გეგმაში ადგილზე სკვერი უნდა ყოფილიყო.

ელოშვილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, რომლიდანაც ერთი კომერციული ფართებისთვის იყო გათვლილი, თუმცა, მშენებლის გადაწყვეტილებით, შენობა საცხოვრებელი ტიპის გახდა.  

„გვიკვირს, რომ ამ მოსახლეობას არ მიუმართავს გამგეობისთვის. მე მოვუწოდებ მათ, რომ მიმართონ გამგეობას, მიმართონ მერიას. ნებართვა არის გაცემული სამ კორპუსზე, არანაირი სკვერი იქ არ უნდა ყოფილიყო. მოსახლეობა, რომელიც პირველ ორ კორპუსში უკვე შესახლდა, ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებებს, მაგრამ ის, რომ იქ უნდა ყოფილიყო სკვერი არასწორია, იქ უნდა ყოფილიყო ზუსტად იგივე შენობა, რაც შენდება, ოღონდ სხვა ფუნქციით, ანუ უნდა ყოფილიყო კომერციული ფართებით დატვირთული შენობა. ახლა, 2018 წელს, ერთადერთი რაც გააკეთა მშენებელმა, შეცვალა ფუნქცია შენობას და უფრო საცხოვრებელი გახადა,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსის გვერდით 5 მეტრში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლის შეძენის დროს მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ადგილზე სკვერი გაშენდებოდა. სკვერის ნაცვლად კი 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები