17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში, იპოვეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

შოთა სამარაძე ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით მან ტერიტორია დატოვა და დაიკარგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები