17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
დღეს, 17:00 საათიდან ფეხბურთის მატჩის დასრულებამდე, სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შსს-ს ცნობით, დღეს „დინამო არენაზე" საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან თამაშის დასრულებამდე,  სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ჩამოთვლილია ქუჩები, სადაც მოძრაობა იკრძალება.  

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა, ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით, მეტროსადგურ დიდუბისკენ.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით ცაბაძის ქუჩისკენ. აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

"მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე განახლდება,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები